- დღეს, 21 სექტემბერს, ნაფიჩხოვოში სახალხო ზეიმი “ნაფიჩხოვობა”(ომარტობა) გაიმართა.
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სოფელში ის ტრადიციულად, ყოველ წელიწადს აღინიშნება.
ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ღვთისმშობლის სახელობის მშენებარე ეკლესიის ეზოში სასულიერო პირებმა პარაკლისი გადაიხადეს.
,,ნაფიჩხოვობასთან“ დაკავშირებით, სოფელში სხვადასხვა სპორტული და კულტურული ღონისძიება გაიმართა.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ღონისძიებებს დაესწრო და მოსახლეობას ,,ნაფიჩხოვობა“ და ღვთისმშობლობის დღესასწაული მუნიციპალიტეტის მერმა დათო გოგუამ მიულოცა.
გამარჯვებულები მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებმა ფულადი პრიზებით, ფასიანი საჩუქრებით, თასებით, მედლებითა და დიპლომებით დააჯილდოვეს.