- ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად პროექტ “ერთი დღე სოფლად” ფარგლებში მოსახლეობასთან ინდივიდუალურ შეხვედრებს აგრძელებს.
“ამჯერად მერი ადგილობრივებს სოფელ თაიაში სხვადასხვა უბანში შეხვდა. მათ საჭიროებებს გაეცნო და ადგილობრივებთან ერთად განიხილა პრობლემების დაძლევის გზები.
მერი სოფელ თაიას ბიბლიოთეკაში შეხვდა ასევე ახალგაზრდებს და თაიას საბავშვო ბაღს ესტუმრა.
ადმინისტრაციულ ერთეულებში მოსახლეობასთან შეხვედრა პროექტ “ერთი დღე სოფლად” ფარგლებში ეტაპობრივად გაიმართება.”-აღნიშნულია ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.