სოფელ კირცხში, საჯიქიოს უბანში, 5 კილომეტრიანი საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, რომელიც რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება. სამუშოებს შპს „გზები“ ახორციელებს. რომლის ბიუჯეტი 2 890 000 ლარს შეადგენს. პროექტი გარდამავალია 2026 წელს დასრულდება. პროექტი ასევე სანიაღვრე არხების მოწყობას ითვალისწინებს.
ჩხოროწყუში ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებები მიმდინარეობს
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში დაიწყო და მიმდინარეობს ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებები. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ხაბუმის ადმინისტრაციული ერთეულის მთელ ტერიტორიაზე თერმული ნისლით დამუშავების პროცესი წამლობის წესების სრული დაცვით ჩატარდა. აღნიშნული ღონისძიებები გრაფიკის მიხედვით, ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში ჩატარდება.
ეროვნული გამოცდები 3 ივლისს დაიწყება
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საგამოცდო პროცესი წელს 3 ივლისს ერთიანი ეროვნული გამოცდებით დაიწყება. პირველ გამოცდას აბიტურიენტები ქართულ ენასა და ლიტერატურაში ჩააბარებენ. 26 ივლისს კი ფიზიკის გამოცდით დასრულდება. “საგნისა და უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე დარეგისტრირებულები საგამოცდო პროცესში 5 ივლისიდან ჩაერთვებიან. 5 ივლისს ჩატარდება სტუდენტთა საგრანტო კონკურსიც. მაგისტრანტობის კანდიდატები კი...
მთავრობის განკარგულებით, ორი ათასამდე მოქალაქეს კოვიდპანდემიის დროს დაკისრებული ჯარიმები ჩამოეწერება
დღეს მთავრობა განიხილავს განკარგულების პროექტს, რომლითაც ჩვენს ორი ათასამდე მოქალაქეს კოვიდპანდემიის დროს დაკისრებული ჯარიმები ჩამოეწერება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. “უკვე რამდენიმე წელია, ჩვენს მოქალაქეებს რჩებათ ჯარიმები, რომელთა ამოღება, ჩვენი აზრით, სრულიად არაგონივრული იქნებოდა, აქედან გამომდინარე, მთავრობა დღევანდელ სხდომაზე მიიღებს გადაწყვეტილებას, ჯარიმების განულებასთან დაკავშირებით....
26 მაისი ჩხოროწყუში
26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობისა და ეროვნული გმირის, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის, მერაბ კოსტავას დაბადების დღეა. აღნიშნულთან დაკავშირებით, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერმა დათო გოგუამ, მერის მოადგილე ვალერი თოდუამ, ადგილობრივი ხელისუფლებისა და საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად, სოფელ ახუთში, მერაბ კოსტავას ბიუსტი ყვავილებით შეამკეს და პატივი მიაგეს მის ხსოვნას. იქვე, ახუთის საჯარო სკოლების მოსწავლეების მონაწილეობით...
ჩხოროწყუში საცხოვრებელი კორპუსების პროფილირებული თუნუქით გადახურვა მიმდინარეობს
ქალაქ ჩხოროწყუში, ჭავჭავაძის ქუჩის #3 და #5 მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების პროფილირებული თუნუქით გადახურვა მიმდინარეობს. პროექტი სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების ფარგლებში ხორციელდება. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან 250 000 ლარით ფინანსდება.
26 მაისის ღონისძიებების პროგრამა ჩხოროწყუში
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, 26 მაისის აღსანიშნავად, ჩხოროწყუში, მთელი დღის განმავლობაში, გაიმართება სხვადასხვა სახის საზეიმო და შემეცნებითი ღონისძიება. იხილეთ 26 მაისის პროგრამა: 10:00 -დან მთელი დღის მანძილზე ქალაქ ჩხოროწყუში გაიმართება სპორტული ღონისძიებები. 11.00 სოფელ ახუთში მერაბ კოსტავას ბიუსტის ყვავილებით შემკობა. იქვე სოფლის საჯარო სკოლის მოსწავლეების მონაწილეობით წარმოდგენილი იქნება მხატვრულ-მუსიკალური...
პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაცია დღეს დაიწყო
პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაცია დღეს დაიწყო. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, რეგისტრაცია დღეს, 09:00 საათზე დაიწყო და 13 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება. „რეგისტრაცია განხორციელდება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ ვებგვერდზე – registration.emis.ge. ბავშვის სისტემაში რეგისტრაციას უზრუნველყოფს მშობელი ან კანონიერი წარმომადგენელი. ელექტრონულად რეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაციის წარდგენა სკოლებში 14 ივნისიდან 25 ივნისის ჩათვლით...
ჩხოროწყუში ოჯახის სიწმინდის დღე აღინიშნა
დღეს, 17 მაისს, ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის - მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევით აღინიშნება. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, აღნიშნულთან დაკავშირებით, სასულიერო პირებმა პარაკლისი გადაიხადეს. ჩხოროწყუს დავით აღმაშენებლის სახელობის საკათედრო ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე სადღესასწაულო მსვლელობა გაიმართა, რომელსაც მრევლთან ერთად...
17 მაისი უქმე დღედ გამოცხადდა
საქართველოს მთავრობის დადგენილებით, ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით, 2024 წლის 17 მაისი უქმე დღედ გამოცხადდა. შესაბამისი დადგენილება საკანონმდებლო მაცნეზე 15 მაისს გამოქვეყნდა და მას ხელს საქართველოს-პრემიერ მინისტრი აწერს. „საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსი“ 30-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღვრულ ადმინისტრაციულ ორგანოებში (შემდგომში – ადმინისტრაციული...