სახალხო დამცველმა საქართველოს ეროვნულ ბანკს წინადადებით მიმართა და შესაბამისი დადგენილების შემუშავება მოითხოვა, რომლითაც „ლიბერთი ბანკი“ პენსიონერების ფულადი ვალდებულების რეფინანსირებას მოახდენს და სესხის გადავადებამდე არსებულ პირობებზე და გადახდის ძველ გრაფიკზე დაბრუნება შესაძლებელი იქნება. ამის შესახებ განცხადებას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს. “საქართველოს სახალხო დამცველისთვის ცნობილი გახდა კორონავირუსის გავრცელების გამო შექმნილი საგანგებო მდგომარეობისას სს...
მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფ 1000-მდე ოჯახს სახელმწიფო ახალ საცხოვრებელ ფართებს გადასცემს
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში, მინისტრთა კაბინეტის სხდომა გაიმართა. ინფორმაციას მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, მთავრობის წევრებმა სამი საკითხი განიხილეს, რომელთა შორის იყო საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი უსახლკარო, მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფი მრავალშვილიანი ოჯახების განსახლების მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების თაობაზე. პროგრამის ფარგლებში მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფ 1000-მდე ოჯახს სახელმწიფო ახალ საცხოვრებელ...
პატრიარქის საშობაო ეპისტოლე
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის საშობაო ეპისტოლე: „საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ: „იხარებდით მართალნი, მხიარულ იყვენით ცანი, იმღერდით მთანი, მეუფე იშვა, ქრისტე, ქალაქსა დავითისსა, ბეთლემს ჰურიასტანისასა“(უძველესი იადგარი) მოვედით ერნო, რათა მადლიერებით მოვიხსენოთ ადამიდან დღემდე...
ძალაში შევიდა კანონი, რომელიც სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით აღჭურვის ვალდებულებას ითვალისწინებს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ავტორობით მომზადებული და პარლამენტის მიერ დამტკიცებული საკანონმდებლო ცვლილებები, რომელთა მიზანს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა წარმოადგენს, 2024 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება. შსს ინფორმაციით, ცვლილებების თანახმად, პირველი დეკემბრიდან პირველ მარტამდე პერიოდში, გზის ცალკეულ მონაკვეთებზე სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა სავალდებულო იქნება ზამთრის საბურავებით.. “ამასთან, მეტეოროლოგიური პირობების გათვალისწინებით, პოლიციის მიერ შესაძლოა დაწესდეს...
ჩხოროწყუში ცენტრალური სკვერის მოწყობა მიმდინარეობს
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში ქალაქის ცენტრალური სკვერის მოწყობა მიმდინარეობს. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით მიმდინარე ,,განახლებული რეგიონების“ ფარგლებში ხორციელდება. 2024 წელს სკვერები მოეწყობა ქალაქ ჩხოროწყუსა და სოფელ მუხურში.
მთავრობა: 3-5 იანვარი უქმე დღეებად ცხადდება
საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, ადმინისტრაციულ ორგანოებში დასაქმებულთათვის, 2024 წლის 3 იანვრიდან 5 იანვრის ჩათვლით დღეები უქმედ განისაზღვრა. შესაბამის დადგენილებას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ხელი უკვე მოაწერა. „ადმინისტრაციული ორგანო განსაზღვრავს მის დაქვემდებარებაში მყოფ/მის სისტემაში შემავალ სამსახურებს/მოსამსახურეებს, რომელთა მიმართაც არ გავრცელდება ეს დადგენილება თუ მათი ფუნქციების შესრულება სახელმწიფო ხელისუფლების განხორციელებისა და საზოგადოების ნორმალური ფუნქციონირებისთვის წარმოადგენს გადაუდებელ...
სურსათის ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს
სურსათის ეროვნული სააგენტო მოსახლეობას მოუწოდებს, არ შეიძინოს ხორცი ისეთ ადგილებში, სადაც არ არის დაცული მისი შენახვის პირობები. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ხორცი უნდა ინახებოდეს დახურულ მაცივარში, შესაბამისი ტემპერატურული რეჟიმის დაცვით (2-დან 6 გრადუსამდე). „საახალწლოდ იზრდება მოთხოვნა ხორცზე, ხორცპროდუქტებსა და სხვა მალფუჭებად სურსათზე. სურსათის ეროვნული სააგენტო მოსახლეობას მოუწოდებს, არ შეიძინოს ხორცი ისეთ...
ჩხოროწყუში, მომავალ წელს, გაზიფიცირდება 6 სოფელი
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, 2023 წელს 2418 აბონენტს ბუნებრივი აირის ქსელზე დაერთების შესაძლებლობა მიეცა. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის 7 სოფელში: ლესიჭინეში, ახუთში, ქვედა ჩხოროწყუში, ლეწურწუმეში, ხაბუმეში, ჭოღასა და მუხურში მიმდინარეობს გაზიფიცირების სამუშაოები. 2024 წელს გაზიფიცირდება 6 სოფელი.
მერია: ჩხოროწყუში 16 პროგრამით 1456 ბენეფიციარმა ისარგებლა
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ჩხოროწყუს მერიაში სოციალური და ჯანდაცვის 16 პროგრამა მოქმედებს, რომლითაც მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოქალაქეები სარგებლობენ. უწყების ცნობით, 2023 წელს აღნიშნული პროგრამებით 1456-მა ბენეფიციარმა ისარგებლა. ბიუჯეტმა 677 562 ლარი შეადგინა. 2024 წელს დაფინანსება 10%-ით გაიზრდება
28 დეკემბერს, ჩხოროწყუში საახალწლო ღონისძიება გაიმართება
მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, 28 დეკემბერს, ჩხოროწყუში საახალწლო ღონისძიება გაიმართება. ღონისძიების ადგილი იქნება აღმაშენებლის ქუჩა, ცენტრალური პარკის მიმდებარე ტერიტორია. საახალწლო პროგრამის დასაწყისია 14:00 საათი. იხილეთ ღონისძიების პროგრამა: 14:00-14:15 - ორკესტრისა და კოსტიუმირებული გმირების მსვლელობა. 14:00-19:00 - საშობაო ბაზრობა: ადგილობრივი ნაწარმის, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, გლინტვეინი, ცხელი შოკოლადი. 14:00-17:30 - საბავშვო სივრცე: საახალწლო...