სექტემბრის მიწურულს ჩხოროწყუელებისთვის ცნობილი გახდა ერთი ახალგაზრდული წამოწყების შესახებ, რომელსაც ახლადდაფუძნებული ორგანიზაცია ა(ა)იპ „ახალგაზრდა მკვლევართა საინიციატივო ჯგუფი“ - IGYR - განახორციელებს. „ჩხოროწყუელების“ წარმომადგენელს ორგანიზაციის ამოცანებისა და პროექტების შესახებ ინფორმაცია IGYR-ის თანადამფუძნებელი ქეთევან ჯალაღონია ესაუბრა: "ჩვენ მიერ დაფუძნებული საინიციატივო ჯგუფის მიზანი ვეტერინარიისა და ვეტერინარული მეცნიერებების პოპულარიზება და განვითარების ხელშეწყობა, დარგის მუშაკთა...
გიორგი გულუას ლექსების კრებულის პრეზენტაცია გაიმართა
დღეს, ჩხოროწყუს ისტორიული მუზეუმის სააქტო დარბაზში ახალგაზრდა პოეტ გიორგი გულუას ლექსების კრებულის - "და დავასკვენი" პრეზენტაცია გაიმართა. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ლექსების კრებული "და დავასკვენი“ მუნიციპალიტეტის მერიის დაფინანსებით, მერიის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ,,ნიჭიერი ახალგაზრდების მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში გამოიცა. მასში გიორგი გულუას ქართული და მეგრული ლექსებია დაბეჭდილი. ,,და დავასკვენი“...
ლეწურწუმეში ასფალტის საფარის დაგება მიმდინარეობს
სოფელ ლეწურწუმეში ასფალტის საფარის დაგება მიმდინარეობს. პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ჯამური ღირებულება 2 694 000 ლარს შეადგენს. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სამუშაოები ითვალისწინებს სოფელ ლეწურწუმეში, ეგიარზენის უბნიდან სოფელ ნაკიფუს საზღვრამდე, ლეწურწუმეს ცენტრის გავლით, 5 -კილომეტრიანი გზის ასფალტის საფარით რეაბილიტაციას. პროექტის ფარგლებში ასევე...
ევროკომისია რეკომენდაციას იძლევა, საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს
ევროკომისია რეკომენდაციას იძლევა, საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს. შესაბამისი განცხადება ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ამ წუთებში, ბრიუსელში მიმდინარე პრესკონფერენციაზე განაცხადა. “საბჭომ მიიღო გაფართოების ანგარიში. 10 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც მაიდანის პროტესტები დაიწყო, მაიდანის პროტესტი ისეთი ადგილი იყო, სადაც ადამიანები დახვრიტეს იმიტომ, რომ გაეხვივნენ ევროპულ დროშებში და 10 წლის შემდეგ...
შეხვედრა გაიმართა “ბრეს საქართველოს” წარმომადგენელთან
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა საკრებულოს თავმჯდომარესთან და სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად, "ბრეს საქართველოს” აღმასრულებელ დირექტორ ჟანა ბაბუნაშვილს შეხვდა. შეხვედრაზე მერიის მიერ მხარდაჭერილი პროექტები განიხილეს. ჟანა ბაბუნაშვილმა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა თანამშრომლობისთვის და არსებულ საჭიროებებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. "ბრეს საქართველოს“ სპეციალიზებული, ოჯახის ტიპის სახლები ქუთაისში, თელავსა და ჩხოროწყუში...
სამეგრელოს DMO ლონდონში საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობს
სამეგრელოს დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია დიდ ბრიტანეთში, მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ ტურისტულ გამოფენა ,,World Travel Market – WTM London” -ში იღებს მონაწილეობას. DMO-ს გამოფენაზე რეგიონის შესახებ სხვადასხვა მასალა აქვს წარმოდგენილი, მიმდინარეობს ტურისტულ კომპანიებთან ე.წ. ბი თუ ბი ფორმატის შეხვედრები.
წამლების ჩამონათვალი, რომელზეც რეფერენტული ფასი მოქმედებს, გაფართოვდა
წამლების ჩამონათვალი, რომელზეც რეფერენტული ფასი მოქმედებს, გაფართოვდა. ფასის ზედა ზღვარი, ჯამში, 3 200 -ზე მეტ მედიკამენტზე განისაზღვრა. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რეფერენტული ფასწარმოქმნის მექანიზმი ქრონიკულ, ონკოლოგიურ, ანტიჰიპერტენზიულ, ანტიკოაგულაციურ, ანტიჰისტამინურ, ანთების საწინააღმდეგო, ფსიქოლეფსიურ, კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე მოქმედ, ტკივილგამაყუჩებლებსა და ანტიბიოტიკებზე მოქმედებს. წამლების ჩამონათვალი რომლებზეც ფასის ზედა ზღვარი მოქმედებს ეტაპობრივად გაფართოვდება და ფარმაცევტულ ბაზარზე,...
გეზრბენსა და კალათურთში სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ჩხოროწყუს შესარჩევი ეტაპი გაიმართა
მუნიციპალიტეტის მერიის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ორგანიზებით გეზრბენსა და კალათურთში 3X3 სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ჩხოროწყუს შესარჩევი ეტაპი გაიმართა. მუნიციპალიტეტის მერმა დათო გოგუამ გამარჯვებულები ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად მედლებით, დიპლომებითა და შესაბამისი ხარისხის თასებით დააჯილდოვა. სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ჩხოროწყუს შესარჩევ ეტაპზე გამარჯვებულები მონაწილეობას მიიღებენ რეგიონალურ პირველობაზე, რომელიც 2024 წლის გაზაფხურლზე ჩატარდება....
ლუგელას ხეობაში ხანძარი ლიკვიდირებულია
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში, ლუგელას ხეობაში, მთის ფერდობზე არსებულ ტყის მასივში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. "საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო დეპარტამენტმა შემთხვევაზე მყისიერი რეაგირება მოახდინა და ადგილზე უმოკლეს დროში გამოცხადდა. მეხანძრე-მაშველებმა რამდენიმე საათიანი უწყვეტი სამუშაოების შედეგად, ცეცხლის დიდ ფართობზე გავრცელების საშიშროება აღკვეთეს, შემდგომში კი ხანძრის სრულად ლიკვიდირება შეძლეს. ცეცხლის ქრობის პროცესში ჩართული იყო...
საგანგებო სიტუაციების სამსახური: ლუგელას ხეობაში, ხანძრის ლოკალიზების სამუშაოებს ინტენსიურ რეჟიმში აწარმოებენ
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში, ლუგელას ხეობაში, მთის ფერდობზე არსებულ ტყის მასივში გაჩენილი ხანძრის ლოკალიზების სამუშაოებს ინტენსიურ რეჟიმში აწარმოებენ. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ხანძრის ქრობის პროცესში, სპეციალური აღჭურვილობით 150-მდე მეხანძრე-მაშველი, დრონები და სასაზღვრო პოლიციის ორი ვერტმფრენია ჩართული. რთული რელიეფის გამო, ხანძრის კერასთან სახანძრო-სამაშველო ტექნიკის...