26 მაისი ჩხოროწყუში

26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობისა და ეროვნული გმირის, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის, მერაბ კოსტავას დაბადების დღეა. აღნიშნულთან დაკავშირებით, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერმა – დათო გოგუამ, მერის მოადგილე ვალერი თოდუამ, ადგილობრივი ხელისუფლებისა და საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად, სოფელ ახუთში, მერაბ კოსტავას ბიუსტი ყვავილებით შეამკეს და პატივი მიაგეს მის ხსოვნას. იქვე, ახუთის საჯარო სკოლების მოსწავლეების...

26 მაისის ღონისძიებების პროგრამა ჩხოროწყუში

26 მაისის აღსანიშნავად, ჩხოროწყუში, მთელი დღის განმავლობაში, გაიმართება სხვადასხვა სახის საზეიმო და შემეცნებითი ღონისძიება. 11:00 სოფელ ახუთში დამოუკიდებლობის დღესა და მერაბ კოსტავას დაბადების დღესთან დაკავშირებით, მერაბ კოსტავას სკვერში გაიმართება საზეიმო ღონისძიება. 13:00 ქალაქ ჩხოროწყუს ცენტრალურ პარკში ადგილობრივი ჯგუფების, ანსამბლებისა და ინდივიდუალური შემსრულებლების მონაწილეობით ჩატარდება კონცერტი. 10:00 -დან 17:00-მდე ჩხოროწყუს ისტორიულ...

დღეს “აფხაზეთობაა”

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესის და უნეტარესის ილია II-ის ინიციატივითა და ლოცვა-კურთხევით, 23 მაისს აფხაზეთობა აღინიშნება. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი საქართველოს მოსახლეობას „აფხაზეთობას“ ულოცავს. “სრულიად საქართველოს, უპირველეს ყოვლისა კი ჩვენს აფხაზ თანამემამულეებს ვულოცავთ „აფხაზეთობას“, რომელიც საქართველოში 2014 წლიდან სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის,...

მუხურსა და ჭოღაში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს

სამეგრელო - ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ლუდუკ ხასია და რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსი ნუგზარ გაბელია მუხურისა და ჭოღას ადმინისტრაციულ ერთულებში მიმდინარე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოებს ჩხოროწყუს მერთან დათო გოგუასთან ერთად გაეცნენ. სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, სოფელ ჭოღაში, ლექობალეს უბანში 4-კილომეტრიანი საავტომობილო გზა ასფალტის საფარით რეაბილიტირდება. პროექტი რეგიონში...

პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია 22 მაისს დაიწყება

პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია 2023 წლის 22 მაისს დაიწყება და 10 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება. ინფორმაციას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, რეგისტრაცია შესაძლებელია როგორც ონლაინ, ვებგვერდზე – vet.emis.ge, ასევე, საქართველოს მასშტაბით მოქმედ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ დაწესებულებებში. “2023 წლის მიღებისთვის, მთელი საქართველოს მასშტაბით, საჯარო და კერძო პროფესიული დაწესებულებები...

ჩხოროწყუში ეროვნული სამოსის დღე აღინიშნა

დღეს, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში ეროვნული სამოსის დღე საზეიმოდ აღინიშნა. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ადგილობრივმა ცეკვისა და სიმღერის ანსამბლებმა, კულტურის ცენტრთან არსებულმა ინდივიდუალურმა შემსრულებლებმა და სხვადასხვა წრის მოსწავლეებმა კონცერტი გამართეს და ქალაქ ჩხოროწყუს ცენტრალურ პარკში ეროვნული სამოსით მსვლელობა მოაწყვეს. მსვლელობაში მონაწილეობა ნებისმიერ მოქალაქეს შეეძლო. ღონისძიებას მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ვალერი თოდუა სხვა ხელმძღვანელ...

ჩხოროწყუელი სპორტსმენების წარმატება

ბულგარეთში გამართულ XIII ევროპის პირველობაზე შოტოკან კარატეში, საქართველოს ნაკრებში წარმოდგენილმა ჩხოროწყუელმა კარატისტებმა ლიკა ფირცხელავამ და ცოტნე სორდიამ ინდივიდუალურ გამოსვლებში პირველი ადგილი დაიკავეს, 5 ოქროს მედალი მოიპოვეს და ევროპის ჩემპიონები გახდნენ. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ჩხოროწყუელ სპორტსმენებს და მწვრთნელ გერონტი მამფორიას მიღწეული წარმატება მუნიციპალიტეტის მერმა დათო გოგუამ და კარატეს ეროვნული ფედერაციის...

პირველკლასელთა რეგისტრაციის ვადები შეიცვალა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, 2023-2024 სასწავლო წლისთვის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში პირველკლასელთა რეგისტრაციისა და სკოლაში ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების წარდგენის ვადები შეიცვალა. “პირველკლასელთა რეგისტრაციის მიმდინარეობისას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის ერთობლივი გადაწყვეტილებით, „ზოგადი განათლების შესახებ კანონში“ შევიდა ცვლილება საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყების...

გაიმართა “სუფთა რეგიონი 2022“ მონაწილეთა დაჯილდოების ღონისძიება

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერითა და "საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს“ ადგილობრივი კოორდინატორის თამთა ჭითანავას ორგანიზებით ისტორიული მუზეუმის დარბაზში ჩატარდა კონკურსის "სუფთა რეგიონი 2022“ მონაწილეთა დაჯილდოების ღონისძიება. დაჯილდოების ცერემონიალს ესწრებოდა საქართველოს მწვანეთა მოძრაობის/დედამიწის მეგობრები -საქართველოს თავმჯდომარე ნინო ჩხობაძე, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ დასუფთავების სამსახურისა...

ფაშიზმზე გამარჯვებიდან 78 წელი შესრულდა

ფაშიზმზე გამარჯვების 78-ე წლისთავთან დაკავშირებით, დღეს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილე გოჩა ჩიქოვანმა და მერის მოადგილე ვალერი თოდუამ, ადგილობრივი ხელისუფლების, ვეტერანთა კავშირისა და საზოგადოეის წარმომადგენლებთან ერთად, გვირგვინით შეამკეს ომში დაღუპულთა ობელისკი და პატივი მიაგეს დაღუპული გმირების ხსოვნას. საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ფაშიზმზე გამარჯვების 78-ე წლისთავთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები ერთჯერადად...