11 სექტემბერს ჩხოროწყუს სოფელ მუხურში თაფლის ფესტივალი გაიმართება. სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, დამყარდება რეკორდი გიგანტური გოზინაყის მომზადებაში.
ჩხოროწყუს ნარჩენების შესაგროვებელი კონტეინერები და სპეციალური აღჭურვილობა გადაეცემა
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია” პროექტის “ “მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროგრამა II, კახეთისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონები” ფარგლებში სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტებს ნარჩენების შესაგროვებელ კონტეინერებს, სპეციალურ მანქანებსა და სხვა ტექნიკურ საშუალებებს გადასცემს. პროექტი ხორციელდება საქართველოსა და გერმანიის თანამშრომლობის ფარგლებში, გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის...
“ოფთალმიჯი” ჩხოროწყუში უფასო გამოკვლევას ჩაატარებს
თვალის მიკროქირურგიის ჯავრიშვილის კლინიკა ,,ოფთალმიჯი”, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობების ორგანიზებით, სამეგრელოს რეგიონში მოსახლეობის უფასო გამოკვლევებს ჩაატარებს. 8 სექტემბერ, გამოკვლევა ჩატარდება ჩხოროწყუში. მისამართი: გობეჩიას ქუჩა N2- საგანმანათლებლო რესურსცენტრის შენობა. გამოკვლევების ჩატარების დრო: 12:00-დან 16:00 საათამდე
ირაკლი ღარიბაშვილი-მედიკამენტებზე რეფერენტული ფასები დაწესდება
მთავრობის ინიციატივით, საქართველოში მედიკამენტებზე რეფერენტული ფასები დაწესდება. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებისას განაცხადა. „ბოლო თვეების განმავლობაში წარმატებული აღმოჩნდა ჩვენი კიდევ ერთი ინიციატივა, რომელიც ეხებოდა წამლების ფასებს. მას შემდეგ, რაც თურქეთის ბაზარი გაიხსნა და შემოვიდა ხარისხიანი თურქული წარმოების წამალი საქართველოში, ჩვენმა მოქალაქეებმა დაახლოებით, 80 მილიონ ლარამდე თანხა დაზოგეს. ამას გარდა,...
სეს-ადგილობრივი წარმოების საზამთროსა და ნესვში ნიტრატების გადაჭარბებული შემცველობა არ ფიქსირდება
მიმდინარე წლის ივლის-აგვისტოში სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორებმა სარეალიზაციო ობიექტებიდან შესამოწმებლად ადგილობრივი წარმოების საზამთროსა და ნესვის 51 ნიმუში აიღეს. ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. ლაბორატორიული კვლევის შედეგად, ნიტრატების გადაჭარბებული შემცველობა არცერთ ნიმუშში არ გამოვლენილა. სურსათის ეროვნული სააგენტო სეზონურ ბოსტნეულსა და ბაღჩეულს ნიტრატების შემცველობაზე რეგულარულად ამოწმებს. მონიტორინგი მთელი ქვეყნის მასშტაბით ხორციელდება. მიმდინარე...
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ტემპერატურის მატებასთან დაკავშირებით მოსახლეობას აფრთხილებს
შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მომატებული ტემპერატურისა და უნალექო ამინდების გამო მოსახლეობას აფრთხილებს. “გაცნობებთ, რომ მომავალი დღეების განმავლობაში მთელი საქართველოს მასშტაბით შენარჩუნდება მომატებული ტემპერატურა და უნალექო ამინდები. გარდა ამისა, მთიან რეგიონებში, ჰაერის მაღალ ტემპერატურასთან ერთად, მოსალოდნელია ძლიერი ქარიც, რაც ტყის ხანძრების გაჩენის ხელშემწყობ ფაქტორებს შექმნის. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური შესაძლო გართულებების...
“ლელოს” წევრები ჩხოროწყუში იმყოფებოდნენ
"ლელოს" გენერალური მდივანი ბადრი ჯაფარიძე და საორგანიზაციო მდივანი ირაკლი კუპრაძე ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ლესიჭინეში და მუხურში იმყოფებოდნენ. "ლელოს" ინფორმაციით, ისინი მოსახლეობას შეხვდნენ. "სოციალური პრობლემები, მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა, გაჩერებული სოფლის მეურნეობა ის მთავარი საკითხებია, რაც ადგილობრივებს აწუხებთ. "ლელოს"ლიდერებმა პრობლემების გადაჭრის გზებზე და გამოსავალზე ისაუბრეს".-აღნიშნულია "ლელოს" ინფორმაციაში.
ჩხოროწყუში მიმდინარეობს კულტურის სახლის შენობის რეაბილიტაცია
ჩხოროწყუში აქტიურად მიმდინარეობს კულტურის სახლის შენობის სრული რეაბილიტაცია. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ჩხოროწყუს კულტურის სახლი ავარიულ მდგომარეობაში იყო და მისი რეაბილიტაცია აუცილებელ საჭიროებას წარმოადგენდა. კულტურის სახლის რეაბილიტაცია რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 4 601 202 ლარით ფინანსდება. სამუშაოებში, ძირითადად, ადგილობრივი მოსახლეობაა დასაქმებული. ინფრასტრუქტურული სამუშაოების მიმდინარეობას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ლუდუკ...
სამშვიდობო ოპერაციებში დაღუპული ან მძიმედ დაშავებული ჯარისკაცების შვილები სასწავლო გრანტით ისარგებლებენ
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს თავდაცვის ძალებში მოსამსახურე პირები, მოქმედი სამხედრო მოსამსახურეები, დაჭრილი და დაშავებული სამხედროები და მათი ოჯახის წევრები საგანმანათლებლო, კულტურულ თუ სამედიცინო დაწესებულებებში სხვადასხვა პრივილეგიითა და შეღავათით სარგებლობენ. უწყების ცნობით, ახალი სასწავლო წლიდან თავდაცვის უწყებაში მოქმედი სოციალური პროგრამების ფარგლებში, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში დაღუპული სამხედროების შვილების გარდა, საერთაშორისო...
დასრულდა კობა წურწუმიას ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი
დასრულდა 2008 წელს რუსეთ-საქართველოს ომის დროს დაღუპული ჩხოროწყუელი მებრძოლის კობა წურწუმიას ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი გარდამავალ თასზე მინი-ფეხბურთში. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ტურნირში მუნიციპალიტეტის 16 გუნდი მონაწილეობდა. ფინალში ერთმანეთს ნაფიჩხოვოსა და მუხურის გუნდები დაუპირისპირდნენ. პირველი ადგილი მუხურის გუნდმა მოიპოვა, რომელსაც კობა წურწუმიას სახელობის გარდამავალი თასი და ფულადი პრიზი 600 ლარი გადაეცა,...