სეს – ჩხოროწყუში ფაროსანას საწინააღმდეგოდ წერტილოვანი წამლობა მიმდინარეობს

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში ფაროსანას საწინააღმდეგოდ წერტილოვანი წამლობა მიმდინარეობს. უწყების ცნობით, სურსათის ეროვნული სააგენტოს აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მართვის ცენტრი დასავლეთ საქართველოში მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებებს ყოველდღიურ რეჟიმში ინტენსიურად ახორციელებს. თერმული ნისლით ტერიტორიების დამუშავებასთან ერთად, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაბუმეში მიმდინარეობს წერტილოვანი წამლობა ცივი შესხურების ტექნოლოგიით. "სასოფლო-სამეურნეო კულტურებზე ზიანის თავიდან აცილების...

“ჩხოროწყუობა 2024”

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში სახალხო ზეიმი "ჩხოროწყუობა 2024“ გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში, "საპატიო ჩხოროწყუელები“ დაჯილდოვდნენ. ჩხოროწყუს მუნიციპალიტტეის მერიის ინფორმაციით, "საპატიო ჩხოროწყუელის“ წოდება მიენიჭათ: თინა პატარაიას - დამსახურებული პედაგოგი, შრომის ვეტერანი, პენსიონერი; ჟულეტა სახურიას - დამსახურებული ექიმი - პედიატრი, შრომის ვეტერანი, პენსიონერი; ნარგიზა კვარაცხელიას - დამსახურებული პედაგოგი, სოფელ ხაბუმეს №1 საჯარო სკოლის ქართული ენისა...

17-18 ოქტომბერს საქართველოში მოსალოდნელია წვიმა

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 17-18 ოქტომბერს საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, მაღალმთაში ზოგან თოვლი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა, ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა. “მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს. (საფრთხის დონე საშუალო).”-აღნიშნული...

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს სვეტიცხოვლობას აღნიშნავს

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს სვეტიცხოვლობას აღნიშნავს. სვეტიცხოვლობა წელიწადში ორჯერ, 14 ოქტომბერს და 13 ივლისს აღინიშნება. 14 ოქტომბერს ეკლესია ქრისტეს კვართს იხსენიებს, 13 ივლისს კი ქრისტეს ყველა მოციქულს.

12-15 ოქტომბერს საქართველოში მოსალოდნელი ამინდი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 12 ოქტომბერს სითბოს ფონზე საქართველოში ზოგან გაწვიმდება, ხოლო 13-15 ოქტომბერს მოსალოდნელია გრილი და დროგამოშვებით წვიმიანი ამინდი. “თბილისში 12 ოქტომბრის საღამომდე უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. 13-15 ოქტომბერს კი მოიღრუბლება და გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +17, +19 გრადუსამდე დაიკლებს. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 13 ოქტომბრის დღის...

მუხურში “ლაშაობა“ გაიმართება

11 ოქტომბერს, პოეტ ლაშა გახარიას დაბადების დღესთან დაკავშირებით, სოფელ მუხურში ,,ლაშაობა“ გაიმართება. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, "ლაშაობა“ სოფელ მუხურში, ტრადიციულად, პოეტის დაბადების დღეს, ყოველი წლის 11 ოქტომბერს ტარდება. პოეტს 77 წელი შეუსრულდებოდა. იხილეთ ღონისძიების პროგრამა: 13:00 ლაშა გახარიას იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება (მუხურის საჯარო სკოლა). 14: 00 საიუბილეო საღამო (ლაშა გახარიას...

ცესკოს თავმჯდომარე საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებს მიმართავს

ცესკო-ს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებს რეკომენდაციით მიმართავს. “არჩევნებამდე 17 დღე რჩება და საარჩევნო ადმინისტრაცია 26 ოქტომბრის არჩევნების მაღალ პროფესიულ დონეზე, საერთაშორისო სტანდარტების დაცვით ჩასატარებლად სრული დატვირთვით მუშაობს. არჩევნებისათვის ქვეყნის მასშტაბით შექმნილია 3031 საარჩევნო უბანი, მათ შორის 2263 საარჩევნო უბანზე კენჭისყრა ელექტრონული, ხოლო 768 საარჩევნო უბანზე ტრადიციული...

ჩხოროწყუში, გაიმართება სახალხო ზეიმი “ჩხოროწყუობა 2024”

12 ოქტომბერს, ქალაქ ჩხოროწყუში, გაიმართება სახალხო ზეიმი "ჩხოროწყუობა 2024". იხილეთ ღონისძიების პროგრამა: •11:30 საზეიმო მსვლელობა. •11:50 ,, ჩხოროწყუობა 2024-ის” გახსნა. •12:00 საპატიო ჩხოროწყუელების დაჯილდოება. •12:30 დღის კონცერტი- ადგილობრივი ანსამბლების მონაწილეობით. •13:00 სამეცნიერო მოხსენება ისტორიული მუზეუმის სააქტო დარბაზში.(მომხსენებელი- ფაზისის აკადემიის პრეზიდენტი, პროფესორი გია კვაშილავა). •13:45 აფხაზეთის #10 საჯარო სკოლის საძირკვლის ჩაყრა....

8-10 ოქტომბერს საქართველოში მოსალოდნელი ამინდი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 9 ოქტომბრის დილამდე დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია შედარებით გრილი და დროგამოშვებით წვიმიანი ამინდი. 9-ში კი გამოიდარებს და ისევ თბილი და უნალექო ამინდი იქნება. აღმოსავლეთ საქართველოში კი სითბოს ფონზე ზოგან გაწვიმდება. “თბილისში შესაძლოა მცირე წვიმა აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +25, +27 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია,...

უახლოეს დღეებში თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, უახლოეს დღეებში საქართველოში მოსალოდნელია შედარებით თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი. “თბილისში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +23, +25 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +27, +29 გრადუსი დაფიქსირდება. დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი,...