სურსათის ეროვნული სააგენტო, მოუწოდებს მოსახლეობას, მალფუჭებადი და მაღალი რისკის სურსათი შეიძინოს მხოლოდ ორგანიზებული ვაჭრობის პირობებში, ისეთ სარეალიზაციო ობიექტებში, სადაც დაცულია შენახვისა და რეალიზაციის მოთხოვნები, სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმები. ხორცის შეძენისას მნიშვნელოვანია ყურადღება მიაქციოთ: შენახვისა და განთავსების პირობებს – ხორცი უნდა ინახებოდეს სუფთა, დახურულ მაცივარში, შესაბამისი ტემპერატურული რეჟიმის დაცვით – 7-დან 10 გრადუსამდე;...
მუხურში N2 საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
მუხურის ადმინისტრაციულ ერთეულში N2 საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სამუშაოებს მუნუციპალური განვითარების ფონდი აფინანსებს. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში სრულად რეაბილიტირდება ბაღის შენობა, სათამაშო მოედნებითა და საბავშვო ატრაქციონებით კეთილმოეწყობა საბავშვო ბაღის ეზოც. ასევე, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი 2 საბავშვო ბაღი შენდება.
საქართველოს მოქალაქეებს ჩინეთში უვიზოდ მოგზაურობა 28 მაისიდან შეეძლებათ
28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეს შესაძლებლობა აქვს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში უვიზოდ გაემგზავროს. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. 2024 წლის 29 აპრილს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩს, ჭოი ციენს შეხვდა. საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩმა ქართულ მხარეს ოფიციალურად გადასცა ნოტა, რომლის თანახმადაც ჩინეთის...
ჩოროწყუში წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღე აღნიშნეს
წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში სხვადასხვა აქტივობა ჩატარდა. ქალაქის ცენტრალურ პარკში საჯარო სკოლების მოსწავლეებმა შეასრულეს მუსიკალური ნომრები, წაიკითხეს ლექსები, გამართეს წიგნების პრეზენტაცია. ასევე, გაიმართა ინტელექტუალური ვიქტორინა. ფოტო: ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერია
განათლების სამინისტრო-მომზადდა ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების ახალი პროექტი
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ მომზადდა ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების ახალი პროექტი, რომელიც ფართომასშტაბიანი საჯარო განხილვებისა და სასკოლო საზოგადოების წევრების მაქსიმალური ჩართულობით, საბოლოო ვერსიად ჩამოყალიბდა. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინფორმაციით, სამინისტროს ინიციატივით ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტის პროექტის საჯარო განხილვები რამდენიმე კვირის განმავლობაში აქტიურად მიმდინარეობდა და...
ბზის მოჭრაზე კონტროლი მკაცრდება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ბზის მოჭრაზე კონტროლს ამკაცრებს. “ბზის მოჭრა, ამოძირკვა ან ტოტების დაზიანება დასჯადი ქმედებაა. სანქციის ოდენობა გაზრდილია და 500-დან 2000 ლარამდე ჯარიმას ითვალისწინებს. იმ შემთხვევაში, თუ გარემოსთვის მიყენებული ზიანი 1000 ლარს აჭარბებს, საქმეს სისხლის სამართლის კვალიფიკაცია ენიჭება. ბზის მოპოვება შესაძლებელია მხოლოდ კერძო საკუთრებაში არსებული სანერგეებიდან და...
დავით გოგუამ “ერთი დღე სოფლად“ ფარგლებში, მორიგი შეხვედრა გამართა
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა პირველ მოადგილე გოჩა ჩიქოვანთან, სოფლის ხელმძღვანელებთან და საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს“ წარმომადგენლებთან ერთად, პროექტ "ერთი დღე სოფლად“ ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს. შეხვედრა მოსახლეობასთან ამჯერად ქალაქ ჩხოროწყუში, ლეწურწუმეს, ლესიჭინესა და კირცხის ადმინისტრაციულ ერთეულებში გაიმართა. მერი დეტალურად გაეცნო სოფელში არსებულ საჭიროებებს და მოსახლეობას მიმდინარე და...
ჩხოროწყუში სასკოლო “კალიგრაფიის კონკურსი“ ჩატარდა
დღეს, საგანმანათლებლო რესურსცენტრის სააქტო დარბაზში მერიის კულტურის, განათლებისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის ორგანიზებითა და რესურსცენტრის მხარდაჭერით სასკოლო "კალიგრაფიის კონკურსი“ ჩატარდა. კონკურსში მონაწილეობა 19 საჯარო სკოლის 30-მდე მოსწავლემ მიიღო. კომპეტენტურმა ჟიურიმ 3 გამარჯვებული მოსწავლე გამოავლინა, ნომინაციაში კი ,,ჟიურის სიმპათია“ 2 კონკურსანტი შეირჩა. გამარჯვებულები ფასიანი საჩუქრებითა და სპეციალური პრიზებით დაჯილდოვდებიან. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის...
9 აპრილის ტრაგედიიდან 35 წელი გავიდა
1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 35 წელი გავიდა. ამ დღესთან დაკავშირებით, ჩხოროწყუს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, პატივი მიაგეს 9 აპრილს დაღუპული გმირების ხსოვნას. გვირგვინით შეამკეს 9 აპრილის მემორიალი და 9 აპრილს მოწამლული ზოია გრიგოლიას საფლავი. ჩხოროწყუს მუნიციპალიტტეის მერიის ინფორმაციით, კულტურის ცენტრისა და მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის გაერთიანების ანსამბლისა და სხვადასხვა წრის მოსწავლეების მონაწილეობით...
145 ათას ფიზიკურ პირს სრულად ჩამოეწერება 590 მილიონი ლარის ოდენობის საგადასახადო დავალიანება
ყველა ფიზიკურ პირს, მათ შორის ინდივიდუალურ მეწარმეებს სრულად ჩამოეწერებათ 2021 წლის პირველ იანვრამდე წარმოშობილი და გადაუხდელი აღიარებული საგადასახადო დავალიანება მათზე დარიცხული საურავების ჩათვლით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. “როგორც კი მივიღებთ ამ კანონპროექტს 145 ათას ფიზიკურ პირს სრულად ჩამოეწერება ჯამში 590 მილიონი ლარის ოდენობის საგადასახადო...