ჩხოროწყუს მერმა ქალბატონებს 8 მარტი მიულოცა

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერმა დათო გოგუამ, ქალაქ ჩხოროწყუს მაჟორიტარ დეპუტატთან, მერიის კულტურის სამსახურის უფროსთან და აღნიშნულ სამსახურთან არსებულ საინიციატივო ჯგუფის წევრებთან ერთად, სხავადასხვა ორგანიზაციის, გადაუდებელი დახმარების, საავადმყოფოსა და აფთიაქების თანამშრომლებს, უხეცესებს, საპატიო ჩხოროწყუელებს, მრავალშვილიან დედებს , ასევე ქუჩებში შემხვედრ ქალბატონებს ქალთა საერთაშორისო დღე მიულოცა და თაიგული გადასცა მათ. მერმა და მერის...

“ერთი დღე სოფლად”-მერი ლეწურწუმეში მოსახლეობას შეხვდა

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად მოსახლეობას პროექტ "ერთი დღე სოფლად" ფარგლებში სოფელ ლეწურწუმეში, ჯუმითის უბანში შეხვდა. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მერმა ადგილობრივების საჭიროებები მოისმინა და პირველწყაროსგან გაეცნო იქ არსებულ პრობლემებს. მერი ასევე სოფელ ლეწურწუმეში საჯარო სკოლას და საბავშვო ბაღებსაც ესტუმრა და იქ არსებულ საჭიროებებს ადგილზე გაეცნო....

შეხვედრა წარმატებულ სპორტსმენებთან

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა, მერიის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის მ/შ თეა ტყებუჩავასა და სასპორტო სკოლის გაერთიანების დირექტორ რამაზ კოხიასთან ერთად, საქართველოს პირველობაში გამარჯვებულ ჩხოროწყუელ კარატისტებსა და მწვრთნელ გერონტი მამფორიას შეხვდა, მიღწეული შედეგები მიულოცა და მათ საჭიროებებსა და სამომავლო შედეგებს გაეცნო. საქართველოს პირველობა კარატეში ქალაქ გორში, 12 წლიდან სხვადასხვა...

საჯარო სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაცია იწყება

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ 2024-2025 სასწავლო წლისთვის საჯარო სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაციისთვის ვადები და პირობები განსაზღვრა. ამის შესახებ ინფორმაციას განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის გიორგი ამილახვარის გადაწყვეტილებით, სასკოლო ასაკთან დაკავშირებით „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილება შევიდა. კერძოდ, 2024-2025 სასწავლო წელს პირველ კლასში დარეგისტრირებას...

2024 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია დაიწყო

2024 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია დაიწყო. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, რეგისტრაცია დღეს, 10:00 საათზე დაიწყო და 4 აპრილის 18:00 საათამდე გაგრძელდება. რეგისტრაცია მიმდინარეობს მხოლოდ ელექტრონულად შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე online.naec.ge. „საგამოცდო ცენტრები კვლავ გაიხსნება: თბილისში, რუსთავში, თელავში, გორში, ზუგდიდში, ქუთაისში, ფოთში, ოზურგეთში, ბათუმში, ახალციხეში, ხულოსა და ამბროლაურში....

ჩხოროწყუში უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლის ფარგლებში, სამეგრელოსა და იმერეთში 5 უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს. უწყების ცნობით, 3 უკანონო სახერხი საამქრო დალუქულია სამეგრელოში, 2 – იმერეთში. "მარტვილის, ჩხოროწყუსა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტებში მოქალაქეებს საცხოვრებელი სახლების ეზოებში ცირკული ტიპის სახერხი საამქროები ჰქონდათ მოწყობილი. ვინაიდან ხუთივე...

ჩინეთის რესპუბლიკამ საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლა დააწესა

ჩინეთის რესპუბლიკამ საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლა დააწესა. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. “ჩინეთის სახალხო რესპუბლიკამ მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღების თაობაზე. საქართველოს მოქალაქეები შეძლებენ, ჩინეთში უვიზოდ დაყონ 30 დღე ზედიზედ. ეს არის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენს თანამოქალაქეებს გაუმარტივებს ჩინეთში მოგზაურობას და ახალ...

საბჭოთა ოკუპაციიდან 103 წელი შესრულდა

საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ადმინისტრაციულ შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა. საბჭოთა ოკუპაციიდან 103 წელი შესრულდა. აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით, დროშები დაეშვა ადმინისტრაციულ შენობებზე და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობში.

მთავრობის გადაწყვეტილებით, 150 000-ზე მეტ პენსიონერს სესხის პროცენტი შეუმცირდება

150 000-ზე მეტ პენსიონერს სესხის პროცენტი შეუმცირდება, აღნიშნული გადაწყვეტილება მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე მიიღეს, სადაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს ნათია თურნავას და „ლიბერთი ბანკის” გენერალურ დირექტორს ბექა გოგიჩაიშვილს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, აღნიშნული გადაწყვეტილებით, 150 000-ზე მეტ პენსიონერს, რომლებმაც სესხი აიღეს 2023 წლამდე, სესხის პროცენტი შეუმცირდებათ და გაუტოლდება იმ...

“ერთი დღე სოფლად”

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად პროექტ "ერთი დღე სოფლად" ფარგლებში მოსახლეობასთან ინდივიდუალურ შეხვედრებს აგრძელებს. "ამჯერად მერი ადგილობრივებს სოფელ თაიაში სხვადასხვა უბანში შეხვდა. მათ საჭიროებებს გაეცნო და ადგილობრივებთან ერთად განიხილა პრობლემების დაძლევის გზები. მერი სოფელ თაიას ბიბლიოთეკაში შეხვდა ასევე ახალგაზრდებს და თაიას საბავშვო ბაღს ესტუმრა. ადმინისტრაციულ ერთეულებში...