საქართველოში, B ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამა დაიწყო – პაციენტები პროგრამით უფასოდ ისარგებლებენ. დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფომაციით, პროგრამის პირველ ეტაპზე, პაციენტები B ჰეპატიტზე ტესტირებასა და დიაგნოსტიკას გაივლიან. მკურნალობას კი სექტემბრიდან დაიწყებენ. “პროგრამის ფარგლებში, სახელმწიფოს მხრიდან, სრულად ანაზღაურდება პაციენტების სკრინინგი, მკურნალობაში ჩასართავად და მკურნალობის მონიტორინგისთვის საჭირო დიაგნოსტიკური კვლევები,...
მთავრობა ოლიმპიურ ჩემპიონებს მილიონ ლარს გადასცემს
ტრადიციულად, წესდება ხოლმე პრემია ოლიმპიური თამაშების წინ და ამ შემთხვევაშიც, საქართველოს მთავრობის მხრიდან ოლიმპიური ჩემპიონებისთვის მილიონი ლარი იქნება გამოყოფილი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ოლიმპიურ თამაშებზე ქართველი ოლიმპიელების გაცილების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. “მილიონი ლარი იქნება გამოყოფილი საქართველოს მთავრობის მხრიდან ოლიმპიური ჩემპიონებისთვის, ნახევარი მილიონი ლარი ვერცხლის მედლის შემთხვევაში...
ნოდარ ჯალაღონიას 90 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო ღონისძიება გაიმართა
ჩხოროწყუს ისტორიული მუზეუმის სააქტო დარბაზში ჩხოროწყუელი პოეტისა და საზოგადო მოღვაწის, ნოდარ ჯალაღონიას 90 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო ღონისძიება გაიმართა. ნოდარ ჯალაღონია არის რამდენიმე კრებულის ავტორი. მისი ლექსები თარგმნილია რუსულ, უკრაინულ, სომხურ და ოსურ ენებზე. ღონისძიებას ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რმუნებულის ადმინისტრაციის აპარატის უფროსი ლაშა გვასალია, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი...
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური მოქალაქეებისთვის განცხადებას ავრცელებს
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური განცხადებას ავრცელებს. “გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია უცხო სატელეფონო ნომრებიდან, მოკლე ტექსტური შეტყობინებების გაგზავნის ფაქტების თაობაზე, რომლითაც, შეტყობინების გამგზავნი პირები, მონაცემთა სუბიექტებს აწვდიან ინფორმაციას გზავნილის საწყობში მიღებასთან და მისამართის ცვლილების საჭიროებასთან დაკავშირებით. ამასთან, მოკლე ტექსტური შეტყობინებების ბოლოს, მითითებულია ბმული, რომელზე გადასვლის შემთხვევაშიც, მონაცემთა სუბიექტებს თხოვენ მათი პერსონალური...
მეორე ჭოღაში დაზიანებული გზის რეაბილიტაცია ბეტონის საფარით განხორციელდება
სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების ფარგლებში, სოფელ მეორე ჭოღაში დაზიანებული გზის რეაბილიტაცია ბეტონის საფარით განხორციელდება. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა და მერის პირველი მოადგილე გოჩა ჩიქოვანი ტენდერში გამარჯვებული კომპანიის წარმომადგენელთან ერთად, სოფელ ჭოღაში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ. მათთან ერთად, არსებული საჭიროებების გათვალისწინებით, დაგეგმეს გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები. სტიქიით დაზიანებული გზის...
სიახლეა ონკოპაციენტებისთვის
ონკოლოგიური დაავადებების მქონე პაციენტებისა და პაციენტთა ორგანიზაციების წარმომადგენელთა მონაწილეობით, ჯანდაცვის სამინისტროში მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მიხეილ სარჯველაძემ მათ სხვადასხვა თერაპიისთვის საჭირო მედიკამენტების გაცემის წესის ახალი პროექტი წარუდგინა, რომლის მიხედვითაც, წამლები პირდაპირ სამედიცინო დაწესებულებებში იქნება ხელმისაწვდომი. მიხეილ სარჯველაძის განმარტებით, ბენეფიციარებს, აღარ მოუწევთ, სააფთიაქო ქსელებიდან, კლინიკაში, მედიკამენტების თავად მიტანა – პროცედურაზე მისულ ყველა პაციენტს,...
ავტოსატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეებს მიეცათ უფლება წინა გვერდითა მინები დაამუქონ
ავტოსატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეებს მიეცათ უფლება, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანხმობის გარეშე, წინა გვერდითა მინები დაამუქონ 60 პროცენტამდე, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი. “მიმდინარე წლის 3 ივლისიდან, შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით განხორციელებული ცვლილებების თანახმად ავტოსატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეებს მიეცათ უფლება, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანხმობის გარეშე,...
გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტებს მიმართავს
ხვალიდან, 3 ივლისიდან, ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება. პირველ გამოცდას აბიტურიენტები ქართულ ენასა და ლიტერატურაში ჩააბარებენ. 26 ივლისს კი ფიზიკის გამოცდით დასრულდება. გამოცდების ეროვნული ცენტრი მოუწოდებს აბიტურიენტებს, რომ გამოცდაზე ბარათზე მითითებულ დროსა და ადგილას გამოცხადდნენ, ასევე თან იქონიონ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და საგამოცდო ბარათი. “გამოცხადდით გამოცდაზე ბარათზე მითითებულ დროსა და ადგილას; თან...
მუხურის მეფუტკრეობის საცდელმა ბაზამ სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლა
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ლესიჭინეს პირველი საჯარო სკოლის მოსწავლეები, პედაგოგებთან ერთად, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის მუხურის მეფუტკრეობის საცდელ ბაზას ეწვივნენ. ვიზიტის მიზანს მეფუტკრეობის კომპლექსის დათვალიერება და მიმდინარე კვლევების გაცნობა წარმოადგენდა. მოსწავლეები გაზაფხულზე ფუტკრის მდგომარეობის შეფასების მეთოდებს, დაავადების გამოვლენის კლინიკურ ნიშნებს, მკურნალობისათვის საჭირო პრეპარატების შერჩევასა და მათი გამოყენების წესებს, ასევე, ადრე უდედო...
1 ივლისის დღის ბოლოდან 2 ივლისის დღის ბოლომდე მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 1 ივლისის დღის ბოლოდან 2 ივლისის დღის ბოლომდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება. უწყების ცნობით, მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს. (საფრთხის დონე საშუალო).