- სოფელ ლესიჭინეში, საკაციოს უბანში, საავტომობილო გზის რეაბილიტაცია ასფალტის საფარით მიმდინარეობს.
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ასფალტირებული გზა 4კმ.-ის მანძილზე დაიგება. ამ დღეებში დასრულდება ასფალტის პირველი ფენის დაგება.
სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით მიმდინარეობს და მისი ბიუჯეტი 1 009 998 ლარს შეადგენს.
სოფელ ლესიჭინეში მიმდინარე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა და მერის პირველი მოადგილე გოჩა ჩიქოვანი ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნენ.