- სოფელ ჭოღაში, ლექობალეს უბანში 4-კილომეტრიანი საავტომობილო გზა ასფალტის საფარით რეაბილიტირდება.
უწყების ცნობით, სამუშაოებს შპს “მაგნისტაუ ინფრასტრუქტურა სტროი-1-ის“ ფილიალი საქართველოში ახორციელებს.
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერმა დათო გოგუამ და მერის პირველმა მოადგილე გოჩა ჩიქოვანმა სოფელ ჭოღაში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს.
პროექტი რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება და მისი ბიუჯეტი 1 282 500 ლარს შეადგენს.
სამუშაოები სრულად 2024 წელს დასრულდება.