- სოფელ ლეწურწუმეში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს სანიაღვრე არხის მოწყობა.
უწყების ცნობით, პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტით ხორციელდება და მისი ჯამური ღირებულება 2 694 000 ლარს შეადგენს, რომელიც ითვალისწინებს სოფელ ლეწურწუმეში, ეგიარზენის უბნიდან სოფელ ნაკიფუს საზღვრამდე, ლეწურწუმეს ცენტრის გავლით, 5 -კილომეტრიანი გზის ასფალტის საფარით რეაბილიტაციას.