- ნაფიჩხოვოში სახალხო ზეიმი “ნაფიჩხოვობა” (ომარტობა) გაიმართა. სოფელში, დღესასწაული ტრადიციულად, ყოველ წელიწადს აღინიშნება.
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ერიის ინფორმაციით, “ნაფიჩხოვობასთან“ დაკავშირებით, სოფელში სხვადასხვა სპორტული და კულტურული ღონისძიება გაიმართა.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ღონისძიებას დაესწრო და მოსახლეობას “ნაფიჩხოვობა“ და ღვთისმშობლობის დღესასწაული მუნიციპალიტეტის მერმა დათო გოგუამ მიულოცა.
გამარჯვებულები მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებმა ფულადი პრიზებით, ფასიანი საჩუქრებით, მედლებითა და დიპლომებით დააჯილდოვეს.