- ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერია მწუხარებას გამოთქვამს ქალაქ ჩხოროწყუში, მდინარე ოჩხომურზე მდებარე ხიდის ჩანგრევის შედეგად მომხდარი უბედური შემთხვევის გამო და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახსა და ახლობლებს.
საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება.
“ხიდზე მინიშნებული ტრაფარეტის მიხედვით, დაშვებული იყო მხოლოდ 10 ტონამდე სიმძიმის მქონე ავტოტრანსპორტით გადაადგილება. სატვირთო მანქანა კი, რომელიც ხიდზე გადაადგილდებოდა, იყო დატვირთული და ბევრად აღემატებოდა დაშვებულ ნორმას. ამ ეტაპზე აღნიშნულ ხიდზე გადაადგილება აკრძალულია, ამჟამად ავტომობილების მოძრაობა შესაძლებელია შემოვლითი გზით, სოფელ ქვედაჩხოროწყუს ჭვილიშის უბნით, სადაც არსებულ ხიდზე დაშვებულია მხოლოდ 3 ტონამდე სიმძიმის ტრანსპორტით გადაადგილება.”-აღნიშნულია ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.