- ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში, სოფელ ხანწკის მიმდებარედ გვიან ღამით მკვლელობა მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცს ჭრილობა ცივი იარაღით მიაყენეს. მკვლელობის მიზეზად პირადი უთანხმოება სახელდება.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.