- ქალაქ ჩხოროწყუში კულტურის სახლის შენობის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან 4 601 202 ლარით ფინანსდება.
ამ ეტაპზე დასრულებულია გადახურვითი და გარე ფასადის მოწყობის სამუშაოები.
სარეაბილიტაციო სამუშაოები 2024 წელს დასრულდება და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, უახლესი ტიპის აპარატურით, განათებებით, დიდი საკონცერტო დარბაზით აღჭურვილი კულტურის სახლი ექნება, რომელიც 400 სტუმარს მიიღებს.