- ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში სკოლების მშენებლობა და სრული სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
უწყების ცნობით, მუნიციპალიტეტში 4 საჯარო სკოლის მშენებლობასა და 1 საჯარო სკოლის სრულ რეაბილიტაციას სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო ახორციელებს.
“საგანმანათლებლო დაწესებულებები სრულად აღჭურვილი იქნება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად. მოეწყობა თანამედროვე ლაბორატორიები, სპორტული ინფრასტრუქტურა, ყველა სკოლა მთლიანად ადაპტირებული იქნება სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის.
მიმდინარე სამუშაოებს ქალაქ ჩხოროწყუში, სოფელ ზუმში, ნაფიჩხოვოში, კირცხსა და ლეწურწუმეში ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა, მერის მოადგილე გოჩა ჩიქოვანი და საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს“ წარმომადგენლები ადგილზე გაეცნენ.”-ნათქვამია ინფორმაციაში.