- ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში სპორტული ფესტივალის BEACTIVE ფარგლებში შეჯიბრება მინი ფეხბურთსა და მძლეოსნურ გარბენებში გაიმართა.
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ფესტივალში მონაწილეობა 300- მდე გოგონამ და ვაჟმა მიიღო.
ღონისძიება მიზნად ისახავდა მასობრივი სპორტის პოპულარიზაციას და ცხოვრების ჯანსაღი წესის დანერგვა-ხელშეწყობას.
პორტული ფესტივალის ფარგლებში ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტს სტუმრობდა გამოჩენილი ქართველი მძლეოსანი, რეკორდსმენი, სეულის ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორი, ატლანტის ოლიმპიური თამაშების მონაწილე, სპორტის რაინდი, ეროვნული ფედერაციის – ,,სპორტი ყველასათვის“ ვიცე პრეზიდენტი მაია აზარაშვილი.
გამარჯვებულები დიპლომებით, მედლებით, თასებით და სამახსოვრო საჩუქრებით ეროვნული ფედერაცია – სპორტი ყველასათვის ვიცე პრეზიდენტმა მაია აზარაშვილმა და მერის მოადგილე ვალერი თოდუამ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დააჯილდოვეს.
სპორტული ფესტივალი ჩხოროწყუში საქართველოს ეროვნული ფედერაციის – “სპორტი ყველასათვის” ორგანიზებით, კულტურის სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ფედერაციის, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის მხარდაჭერით გაიმართა.