ძლიერმა წვიმამ ჩხოროწყუში პრობლემები შექმნა

  • გუშინ, ძლიერმა წვიმამ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა.

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ჩამორეცხილია შიდა საუბნო გზები, დატბორილია ეზოები, დაზიანებულია ხიდ-ბოგირები.

უწყების ცნობით, სოფელ ლეწურწუმეში ჩამოწვა მეწყერი, რის გამოც საჭირო გახდა ერთი ოჯახის ევაკუაცია.

მეწყერმა პრობლემა შეუქმნა ასევე სოფლის საავტომობილო გზას.

შემთხვევის ადგილზე შესაბამის სამსახურებთან ერთად იმყოფებოდა მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა.

ამ ეტაპზე მიმდინარეობს გზის გაწმენდითი სამუშაოები.