- სოფელ ახუთში, საჩიტაიოს უბანში საავტომობილო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ასფალტირებული გზა 4კმ.მანძილზე დაიგება.
“ამ ეტაპზე მიმდინარეობს გრუნტოვანი გზის მოსამზადებელი სამუშაოები. სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება და თანხა 2 718 424 ლარს შეადგენს. პროექტის ფარგლებში მოეწყობა ასევე სანიაღვრე არხები.
მიმდინარე სამუშაოებს მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა და მერის პირველი მოადგილე გოჩა ჩიქოვანი ადგილზე გაეცნენ. შეხვდნენ მოსახლეობას, ადგილობრივების საჭიროებები მოისმინეს და მათთან ერთად იმსჯელეს პრობლემის გადაჭრის გზებზე.”-ნათქვამია ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.