- დღეს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ქალაქ ჩხოროწყუში სხვადასხვა კულტურული და სპორტული ღონისძიება გაიმართა.
ქალაქის ცენტრალურ პარკში ცეკვისა და სიმღერის საბავშვო ანსამბლებმა, ჯგუფებმა და ინდივიდუალურმა შემსრულებლებმა კონცერტი ჩაატარეს.
ქალაქის ხელოვნურსაფარიან მოედანზე კი ბაღის აღსაზრდელების მონაწილეობით ,,მხიარული სტარტები“ გაიმართა.
ბავშვთა დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს დაესწრო და ბავშვებს დღევანდელი დღე მიულოცა მუნიციპალიტეტის მერმა დათო გოგუამ, ასევე, სპორტულ ღონისძიებაში მონაწილეები დიპლომებით, მედლებითა და თასებით დააჯილდოვა.
ღონისძიება მერიის სპორტისა და ახალგაზრდობის, კულტურის, განათლებისა და ძეგლთა დაცვის სამსახურების ორგანიზებით გაიმართა.
ინფორმაციას ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.