დათო გოგუამ მერის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

  • დღეს, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერმა დათო გოგუამ მერის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

ჩხოროწყუს მუნიციპალიტტეის მერიის ინფორმაციით, შეხვედრას ესწრებოდნენ მერის მოადგილეები, საკრებულოს ფრაქცია “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს მთავარი სპეციალისტი ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში დავით გახარია.

სამუშაო შეხვედრაზე 11 ივლისის სტიქიის შედეგებსა და პრევენციაზე ისაუბრეს, სტიქიის შედეგების აღმოსაფხვრელად დაგეგმილი ღონისძიებები განიხილეს.

“უკვე იდენტიფიცირებულია პრობლემა და ადგილობრივი მთავრობისა და ცენტრალური ხელისუფლების, შესაბამისი უწყებებისა კოორდინირებული მუშაობის შედეგად მუნიციპალიტეტს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოეყოფა სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო თანხები. მერმა ადმინისტრაციული ერთულების ხელმძღვანელებისგან მიიღო დეტალური ინფორმაცია სოფლებში ამ დროისთვის არსებულ საჭიროებებზე და შესაბამის სამსახურებს აღდგენითი სამუშაოების დროულად განხორციელება დაავალა. დავით გახარიამ მერის წარმომადგენლებს მიაწოდა ინფორმაცია სახელმწიფო პროგრამების შესახებ. პროგრამის ,,დანერგე მომავალი“ ფარგლებში სოფლის მეურნეობის განათლების ცენტრი ქალ ფერმერებს მიწის ანალიზის საფასურს დაუფინანსებს. დათო გახარიამ შეხვედრაზე დააანონსა ასევე, რომ 18 ივლისს, 11:00 საათზე, სოფელ მუხურში, მეფუტკრეობის ცენტრში მეფუტკრე ფერმერებისთვის ჩატარდება ტრენინგი თემაზე – ,,საფუტკრეში სეზონური სამუშაოები“. ტრენინგს მეფუტკრეთა ასოციაცია ჩაატარებს.”-აღნიშნულია ჩხოროწყუს მუნიციპალიტტეის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში

შეხვედრაზე ასევე სხვა მიმდინარე საკითხები განიხილეს.

+7