- დღეს, დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერმა დათო გოგუამ მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ბავშვებს მერიაში უმასპინძლა.
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მერმა და მერიის სტრუქტურული ერთეულების წარმომადგენლებმა ბავშვებთან ერთად სხვადასხვა აქტივობაში მიიღეს მონაწილეობა, გადაიღეს ასევე სამახსოვრო ფოტოები. დათო გოგუამ ბავშვებს საჩუქრები გადასცა.