- ტობავარჩხილი, ვერცხლის ტბაა, ჩამქრალი ვულკანის კრატერში ჩაბუდებული, ლურჯ-ვერცხლისფრად მოლივლივე და საოცრად მშვიდი, რომელიც ჩხოროწყუს სახელს ალამაზებს.
უძველესი ლეგენდა ამბობს, “ვინც ტბის მყუდროებას დაარღვევს და მის წყალში იბანავებს, შავი ღრუბლების რისხვა დაატყდება თავს და კოკისპირულ წვიმასა და შემზარავ ჭექა-ქუხილს ვერ გადაურჩება”.
მნახველი აღწერს: “ლურჯად ელვარებს მწვანეში ჩამჯდარი ტბა. ჩრდილოეთით დიდებული ჩე გვალა (თეთრი მთა) მოსჩანს, ეს ერთადერთი მხარეა, საიდანაც ტობავარჩხილს მთები არ ეკვრის და ისიც, თითქოს დრო იხელთაო, ჩანჩქერად ეშვება უფსკრულში. სხვა ყველგან სალი კლდეები აღმართულან. ამ საოცრებას ცაშკიბული აგვირგვინებს. მისი ანარეკლიც კი ტბაში იმდენად დიდებულია, რომ ყველას მოახრევინებს ქედს”.
სამეგრელოს მშვენებას ეძახიან ტობავარჩხილს, ქართველი არ უნდა დარჩეს მის უნახავად.