- სოფელ ლეწურწუმეში გზის 5-კილომეტრიანი მონაკვეთი ასფალტის საფარით რეაბილიტირდება.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაცით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს მოხრეშვითი სამუშაოები. პროექტის ფარგლებში მოეწყო ასევე სანიაღვრე არხები.
პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტით ხორციელდება და მისი ჯამური ღირებულება 2 694 000 ლარს შეადგენს, რომელიც ითვალისწინებს სოფელ ლეწურწუმეში, ეგიარზენის უბნიდან სოფელ ნაკიფუს საზღვრამდე, ლეწურწუმეს ცენტრის გავლით, 5 -კილომეტრიანი გზის ასფალტის საფარით რეაბილიტაციას.
სოფელ ლეწურწუმეში მიმდინარე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს დღეს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა და მერიის ინფრასტრუქტურის, არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის უფროსი თეიმურაზ მალანია ადგილზე გაეცნენ.