მარტვილი-ტალერი-ჩხოროწყუს საავტომობილო გზის საავტომობილო ხიდის მშენებლობა დასრულდა

  • სოფელ ჭოღაში, მდინარე ოჩხომურზე, სახელმწიფო მნიშვნელობის მარტვილი-ტალერი-ჩხოროწყუს საავტომობილო გზის 36+700 კილომეტრზე ახალი საავტომობილო ხიდის მშენებლობა დასრულებულია.

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ხიდის სიგრძე 36, ხოლო სიგანე 9,5 მეტია.

პროექტი საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ დაფინანსდა. მეორე ჭოღაში მიმდინარეობს ასევე საავტომობილო ხიდის მშენებლობა. პროექტი სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების ფარგლებში ხორციელდება.

ახალი საავტომობილო ხიდის მშენებლობამდე აქ მოსახლეობა ბონდის ხიდით სარგებლობდა და გადაადგილება მხოლოდ ქვეითად იყო შესაძლებელი.

სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების ფარგლებში სოფელ ჭოღაში სანიაღვრე არხიც მოეწყობა.

კომენტარის დატოვება