მდინარე ოჩხომურზე საავტომობილო ხიდის მშენებლობა მიმდინარეობს

  • ქალაქ ჩხოროწყუში, გარახას უბანში, მდინარე ოჩხომურზე საავტომობილო ხიდის მშენებლობა მიმდინარეობს.

ხიდი, ძველი ამორტიზებული ხიდის მიმდებარედ შენდება. ხიდის სიგრძე 75, ხოლო სიგანე 10 მეტრს შეადგენს.

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის ინფომაციით, სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1 680 000 ლარით ფინანსდება.

მიმდინარე სამუშაოებს მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა,მერის პირველი მოადგილე გოჩა ჩიქოვანი და მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი თეიმურაზ მალანია ადგილზე გაეცნენ.

უწყების ცნობით, უხლოეს დღეებში დაიწყება ასევე ახალი საავტომობილო ხიდის მშენებლობა სოფელ ქვედა ჩხოროწყუში, ჭვილიშის უბანში