- გარემოს ეროვნული სააგენტო, 29-31 მარტს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
უწყების ცნობით, 29-30 მარტს საქართველოს ზოგიერთ, ხოლო 31 მარტს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი.
“თბილისში 29-30 მარტს უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 31 მარტს მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა დღისით +22, +24 გრადუსი დაფიქსირდება.
სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 29-30 მარტს ზოგან შესაძლოა მცირე წვიმა აღინიშნოს, ხოლო 31 მარტს უმეტეს რაიონში გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +25, +27 გრადუსი დაფიქსირდება, 31 მარტს კი +17, +19 გრადუსამდე დაიკლებს დაიკლებს.
დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი) 29-30 მარტს ზოგან შესაძლოა მცირე წვიმა აღინიშნოს, ხოლო 31 მარტს უმეტეს რაიონში გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +27, +29 გრადუსი დაფიქსირდება, 31 მარტს კი +18, +20 გრადუსამდე დაიკლებს დაიკლებს.
დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი): 29-30 მარტს ზოგან შესაძლოა მცირე წვიმა აღინიშნოს, ხოლო 31 მარტს უმეტეს რაიონში გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +22, +27 გრადუსი დაფიქსირდება, 31 მარტს კი +15, +17 გრადუსამდე დაიკლებს დაიკლებს.
დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (მესტია, ბახმარო): 29-30 მარტს ზოგან შესაძლოა მცირე წვიმა აღინიშნოს, ხოლო 31 მარტს უმეტეს რაიონში გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +17, +22 გრადუსი დაფიქსირდება, 31 მარტს კი +10, +12 გრადუსამდე დაიკლებს დაიკლებს.”-აღნიშნულია ინფორმაციაში.