- სამეგრელო – ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ლუდუკ ხასია და რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსი ნუგზარ გაბელია მუხურისა და ჭოღას ადმინისტრაციულ ერთულებში მიმდინარე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოებს ჩხოროწყუს მერთან დათო გოგუასთან ერთად გაეცნენ.
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, სოფელ ჭოღაში, ლექობალეს უბანში 4-კილომეტრიანი საავტომობილო გზა ასფალტის საფარით რეაბილიტირდება.
პროექტი რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება და მისი ბიუჯეტი 1 282 500 ლარს შეადგენს. ამ ეტაპზე მიმდინარეობს მოხრეშვითი სამუშაოები.
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურში, ლეჩიქვანეს უბანში, საავტომობილო გზის ასფალტის საფარით რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
პროექტი რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება და 5-კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაციას ითვალისწინებს, რომლის ღირებულება 2 795 000 ლარს შედაგენს, სამუშაოებს შპს “საგზაო“ ასრულებს. ამ ეტაპზე დასრულებულია ასფალტის საფარის პირველი ფენის დაგება. ეწყობა სანიაღვრე არხები. ასევე, სოფელ მუხურში, ქოყოს უბანში 2 500 მ. მანძილზე საავტომობილო გზის რეაბილიტაცია ასფალტობეტონის საფარით ხორციელდება.
დღესვე სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ჩხოროწყუს კულტუროს სახლის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო.