- ჩხოროწყუს ისტორიული მუზეუმის სააქტო დარბაზში ჩხოროწყუელი პოეტისა და საზოგადო მოღვაწის, ნოდარ ჯალაღონიას 90 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო ღონისძიება გაიმართა.
ნოდარ ჯალაღონია არის რამდენიმე კრებულის ავტორი. მისი ლექსები თარგმნილია რუსულ, უკრაინულ, სომხურ და ოსურ ენებზე.
ღონისძიებას ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რმუნებულის ადმინისტრაციის აპარატის უფროსი ლაშა გვასალია, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები, პოეტები, პოეტის მეგობრები, საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, რომლებმაც გაიხსენეს ნოდარ ჯალაღონიას მოღვაწეობის წლები და ვრცლად ისაუბრეს მის შემოქმედებაზე.
ღონისძიებაზე მხატვრული ნომრებით წარსდგნენ მერიის კულტურის სამსახურთან არსებული საინიციატივო ჯგუფისა და ხაბუმეს #1 საჯარო სკოლის მოსწავლეები.
ინფორმაციას ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს