ოცინდალეს წმიდა გიორგის ეკლესია XI საუკუნეშია აგებული. გადმოცემით, ტაძარი, თამარ მეფეს განუახლებია.
ოცინდალეს ეკლესია საუკუნეების განმავლობაში უმიშვნელოვანესი სარწმუნოებრივი ცენტრი ყოფილა. ეკლესია, განსაკუთრებით, გიორგობის დღესასწაულებზე ცოცხლდება. აქ, სამეგრელოს ყველა კუთხიდან იკრიბება მოსახლეობა.
მედია წერს, 1923 წელს, როცა საბჭოთა ხელისუფლება მასობრივად აუქმებდა და ანგრევდა ეკლესია-მონასტრებს, საქართველოს სიძველეთა დაცვის კომიტეტის მიერ შექმნილმა კომისიამ, გიორგი ჩუბინიშვილის ხელმძღვანელობით, დაადგინა, რომ სიძველისა და ხუროთმოძღვრების მიხედვით ზუგდიდის ბაზარში ხელუხლებლად დაცული იქნა 11 ეკლესია-მონსტერი, მათ შორის, ოცინდალის ტაძარი
XX საულკუნის დასაწყისში ოცინდალეში დედათა მონასტერი ფუნქციონირებდა. მოგვიანებით, XX საუკუნის 80-იან წლებში, ოცინდალეს ტაძარი და სამრეკლო შეაკეთეს. ამჟამად, აქ, მამამთა მონასტერია.
ხელოვნების ნიმუშია, ტაძრის, მე-11-ე საუკუნით დათარიღებული, ვაზისაგან დამზადებული მოხარატებული კარი, რომელიც ამჟამად, საქართველოს მუზეუმშია დაცულ
განსაკუთრებული ტურისტული ინტერესს იწვევს, ოცინდალეს მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული 30-მდე მღვიმე, მათ შორის ერთ-ერთი, კავკასიის უდიდეს მღვიმეთა ნუსხაშია შეტანილი.