- სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, რუხის კლინიკაში კორონავირუსით 3 პაციენტი გარდაიცვალა.
70 წლის ქალი, რომელიც ჩხოროწყუს სოფელ ახუთის მცხოვრები იყო, ზუგდიდის მცხოვრები 57 წლის მამაკაცი და აბაშის მცხოვრები 75 წლის მამაკაცი.
- დღეისთვის, სამეგრელოს კოვიდკლინიკებში იმყოფება 403 კოვიდპაციენტი.
მათ შორის:
რუხის კლინიკაში იმყოფება – 194 კოვიდ პაციენტი, მათ შორის მძიმე 46. ფოთის კოვიდკლინიკაში იმყოფება – კოვიდ 40 პაციენტი. სენაკის კლინიკა “სენამედში” – 42. ფოთის კლინიკა “ბომონდში” – 24 კოვიდ პაციენტი. აბაშის “ევექსის” კოვიდ კლინიკა – 26 პაციენტი, სენაკი “ლაზიკა მედში” – 77 პაციენტი, მათ შორის მძიმე 3 და საშუალო სიმძიმის 65.
- დღის განმავლობაში გამოჯანმრთელებულ პირთა რაოდენობა – 215.