- დღეს, სოფელ ქვედა ჩხოროწყუში, მონგირის უბანში, შემოქმედებითი გასვლითი ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობა სამხატვრო სკოლის მოსწავლეებმა მიიღეს.
შემოდგომის ლამაზი პეიზაჟი, ჭაობის კვიპარისების ხეივანი, უნიკალური შთაგონების წყარო აღმოჩნდა ახალგაზრდა ხელოვანებისთვის.
მათ ჩაატარეს ხატვის მასტერკლასი და შექმნილი ნამუშევრების გამოფენა.
ბავშვთა ფოლკლორულ ანსამბლ ,,ჩხოროწყუს „ წევრებმა შეასრულეს მუსიკალური ნომერები, კულტურის ცენტრთან არსებული მხატვრული კითხვის წრის მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები. აქტივობებს შეუერთდნენ ასევე სკოლის მოსწავლეები.
ღონისძიებას მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა ხელმძღვანელ პირებთან ერთად დაესწრო.
ღონისძიება მერიის კულტურის, განათლებისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის ორგანიზებით გაიმართა.
ინფორმაციას ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს