საქართველოში კორონავირუსის 4 467 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 42 პაციენტი

  • საქართველოში კორონავირუსის 4 467 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 1 790 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 42 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 52 487 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 31 051, „პისიარ“ ტესტით –  21 436.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 8,51%, ბოლო 14 დღის – 8,94%, ბოლო შვიდი დღის – 9,09%.

საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი ინფიცირების 4 467 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 462 შემთხვევა, აჭარა – 119, იმერეთი – 876, ქვემო ქართლი – 283, შიდა ქართლი – 300, გურია – 78, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 322, კახეთი – 734, მცხეთა-მთიანეთი – 123, სამცხე-ჯავახეთი – 107, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 63.

კარანტინის რეჟიმშია 51, სტაციონარში მეთვალყურეობას 5 925 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 993 პირი.

კომენტარის დატოვება