- საქართველოში კორონავირუსის 2 016 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 2 024 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 43 პაციენტი.
ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: ბოლო 14 დღის – 6.92%, ბოლო შვიდი დღის – 6.48%.
დღეს, ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 016 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 708 შემთხვევა, აჭარა – 130, იმერეთი – 289, ქვემო ქართლი – 145, შიდა ქართლი – 103, გურია – 63, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 188, კახეთი – 301, მცხეთა-მთიანეთი – 37, სამცხე-ჯავახეთი – 29, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 23.