- სოფელ ლესიჭინეში, სახორაოს უბანსა და მაზნიშვილის ქუჩაზე, აქტიურად მიმდინარეობს გზის მოხრეშვისა და სანიაღვრე არხის მოწყობის სამუშაოები.
პროექტი სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების ფარგლებში ხორციელდება.
სოფელ ლესიჭინეში, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოებს დღეს მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა, მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურისა და საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.
მერი ასევე შეხვდა ადგილობრივ მოსახლეობას და მათი საჭიროებები მოისმინა.
ადგილობრივებმა მერთან შეხვედრისას, ღიად ისაუბრეს იმ პრობლემებზე, რაც აწუხებთ და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს მისი მოგვარება სთხოვეს. ასევე მადლიერება გამოთქვეს მიმდინარე პროექტებზე.
ინფორმაციას ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.