სინოფარმითა და სინოვაკით აცრილებო, სამედიცინო ჩვენებით ჯერ ბუსტერი არ გჭირდებათ-ბიძინა კულუმბეგოვი

  • ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვის განცხადებით, სინოფარმითა და სინოვაკით აცრილებს ჯერ ბუსტერი არ სჭირდებათ.

“სინოფარმი/სინოვაკით აცრილებო სამედიცინო ჩვენებით ჯერ ბუსტერი არ გჭირდებათ, ვაქცინის ფაიზერით ჩანაცვლების ერთადერთი მიზეზია მხოლოდ მოგზაურობა.“დაინდეთ” თქვენი ორგანიზმი და უსაფუძვლოდ ნუ შეეცდებით დამატებითი დოზების მიღებას!!! როგორც კი მწარმოებელი კომპანია და ჯანმო ამ ვაქცინებზე ბუსტერის საჭიროებას დაამტკიცებს აქაც ავტომატურად მოხდება მისი გამოყენება. ეხლა მთავარია ნებისმიერი ვაქცინის ორი დოზით ავცრათ დამატებით 1-1.5 მილიონი ჩვენი მოქალაქე”.-წერს კულუმბეგოვი ფეისბუქგვერდზე.

კომენტარის დატოვება