- ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში, ტობავარჩხილის ტბამდე მისასვლელი 10 კმ-იანი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია დასრულდა. ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, პროექტის ფარგლებში მოეწყო გრუნტის საფარი და ლითონის თვალამრიდები.
პროექტი ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარებს ფონდმა განახორციელა. სამინისტროს განმარტებით, პროექტი ხელს შეუწყობს ტურიზმის განვითარებას.