შეჯიბრი “ეტალონი გუნდის” წოდების მოსაპოვებლად

  • კირცხის#1 საჯარო სკოლის სააქტო დარბაზში ჩხოროწყუს “ეტალონი გუნდის” წოდების მოსაპოვებლად ერთმანეთს 17 სკოლის მე-6 და მე-7 კლასის 85 მოსწავლე შეეჯიბრა.

ღონისძიებას ,,ეტალონის” ავტორი და წამყვანი გოჩა ტყეშელაშვილი უძღვებოდა.

მონაწილე გუნდებს ადგილობრივი ხელისუფლების, საგანმანათლებლო რესურსცენტრის, სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლები, მშობლები ამხნევებდნენ და გულშემატკივრობდნენ.

დაგროვილი ქულების მიხედვით ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა:

პირველ ადგილზე გავიდა ახუთის #1 საჯარო სკოლის გუნდი.

მეორეზე მუხურის საჯარო სკოლის გუნდი,

მესამე ადგილი ხაბუმეს #1 საჯარო სკოლის გუნდმა მოიპოვა.

ღონისძიება ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ფინანსური მხარდაჭერით ჩატარდა.

ახუთის #1 საჯარო სკოლის გუნდი ,,ეტალონი გუნდის“ ტიტულის მოსაპოვებლედ მონაწილეობას მიიღებს რესპუბლიკურ ტურში.

ინფორმაციას ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს

+16