- ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში სახალხო ზეიმი “ჩხოროწყუობა 2024“ გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში, “საპატიო ჩხოროწყუელები“ დაჯილდოვდნენ.
ჩხოროწყუს მუნიციპალიტტეის მერიის ინფორმაციით, “საპატიო ჩხოროწყუელის“ წოდება მიენიჭათ:
თინა პატარაიას – დამსახურებული პედაგოგი, შრომის ვეტერანი, პენსიონერი;
ჟულეტა სახურიას – დამსახურებული ექიმი – პედიატრი, შრომის ვეტერანი, პენსიონერი;
ნარგიზა კვარაცხელიას – დამსახურებული პედაგოგი, სოფელ ხაბუმეს №1 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი;.
კოტე ჟვანიას – მხატვარი, მოქანდაკე, ქალაქ ჩხოროწყუში დავით აღმაშენებლის ქუჩაზე დადგმული მზეჭაბუკის ქანდაკების ავტორი, წარმოშობით ჩხოროწყუელი;
თინა საჯაიას – 12 შვილის გამზრდელი გმირი დედა, შრომის ვეტერანი, პენსიონერი, სოფელ თაიას მკვიდრი;
სოსო გადელიას – წარმატებული ბიზნესმენი, შპს „ინდიკოს“ დამფუძნებელი, ქველმოქმედი;
შედერ სიჭინავას – ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანი, შსს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ჩხოროწყუს სახანძრო-სამაშველო განყოფილების მეხანძრე-მაშველი, „სამოქალაქო უსაფრთხოების მაიორი“;
ედემ იზორიას – შრომის ვეტერანი, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი სპეციალისტი;
მთვარისა პაპასქირს – შრომის ვეტერანი, ჩხოროწყუს საკრებულოს მდივანი;
ოთარ ქვარცხავას – სამომხმარებლო კოოპერაციის სფეროს დამსახურებული მუშაკი, შრომის ვეტერანი, პენსიონერი;
ჯამბულ პაპავას – სატრანსპორტო მომსახურების კომპანია შპს „ჯაბას“ დირექტორი;
ალექსანდრე სიჭინავას – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი, საინჟინრო-ეკონომიკის დეპარტამენტის უფროსი, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ყოფილი გამგებელი;
გურამ დარსალიას – ა(ა)იპ „ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მეცხოველეობის განვითარების ცენტრის“ დირექტორი.
გაიმართა ასევე კონცერტი ადგილობრივი ანსამბლებისა და ინდივიდუალური შემსრულებლების მონაწილეობით. ჩატარდა მეგრული სამზარეულოს მასტერკლასი, ხელნაკეთი აქსესუარებისა და ადგილობრივი რეწვის ნიმუშების გამოფენა-გაყიდვა.
სახალხო დღესასწაული ჯგუფ ,,სახლის“ გალაკონცერტითა და ფოიერვერკით დასრულდა.