- კირცხის მეორე საჯარო სკოლის, მეათე კლასის მოსწავლემ, მახო დარსალიამ მონაწილეობა მიიღო საქართველოს ეროვნულ ინტელექტუალურ ჩემპიონატში “ეტალონი” და ჩხოროწყუს “ეტალონი მოსწავლის” ტიტული მოიპოვა. ჩემპიონატი დისტანციურ რეჟიმში გაიმართა.
მახო დარსალია “ჩხოროწყუელებთან” ამბობს, რომ მისთვის გამარჯვება საამაყოა.
მახო დარსალია: “პროექტი ორი ტურისგან შესდგებოდა. პირველ ტურში 67 ქულა ავიღე. მეორე ტურში 76. რატომღაც არ ველოდი გამარჯვებას, მაგრამ როცა მითხრეს ჩემი შედეგები კმაყოფილი დავრჩი. ძალიან კარგი პროექტია, მინდა ჩემს თანატოლებს, მივმართო აუცილებლად მიიღონ მსგავს პროექტში მონაწილეობა.”