- ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა პირველ მოადგილე გოჩა ჩიქოვანთან და საკრებულოს ფრაქცია “ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს“ წარმომადგენლებთან ერთად, სოფელ ლეწურწუმესა და ლესიჭინეში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრა პროექტ “ერთი დღე სოფლად” ფარგლებში გაიმართა.
მერმა ადგილობრივების საჭიროებები მოისმინა და გაეცნო იქ არსებულ პრობლემებს.
ადგილობრივებმა მერთან შეხვედრისას, ღიად ისაუბრეს იმ პრობლემებზე, რაც აწუხებთ და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს მისი მოგვარება სთხოვეს. ასევე მადლიერება გამოთქვეს მიმდინარე პროექტებზე.
სოფელ ლეწურწუმეში, ეგიარზენის უბანში რამდენიმე მოსახლე უგზოობის გამო ვერ ახერხებს საკუთარი საყანე ფართობის დამუშავებას. მერმა ადგილობრივებს დახმარება აღუთქვა და შესაბამის სამსახურებს შეხვედრაზე წამოჭრილი საკითხების დროული მოგვარება დაავალა.
მერი სოფელ ლესიჭინეში მიმდინარე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებსაც გაეცნო..
სოფელ ლესიჭინეში, სააკაციო-სალაშხიოს უბანში საავტომობილო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ასფალტირებული გზა 4კმ.-ის მანძილზე დაიგება. ამ ეტაპზე მიმდინარეობს გრუნტოვანი გზის მოსამზადებელი სამუშაოები.
ადმინისტრაციულ ერთეულებში მოსახლეობასთან შეხვედრა პროექტ “ერთი დღე სოფლად” ფარგლებში ეტაპობრივად, უბნების მიხედვით იმართება.
ინფორმაციას ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს