- ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა წარმატებულ სპორტსმენებსა და მწვრთნელებს შეხვდა.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ მერის მოადგილე ვალერი თოდუა, მერიის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილების უფროსი თეა ტყებუჩავა და ა(ა)იპ სასპორტო სკოლის გაერთიანების დირექტორი რამაზ კოხია.
ჩხოროწყუს მუნიციალიტეტის მერიის ინფორმაციით, მერი სპორტის სფეროში არსებულ საჭიროებებს გაეცნო, მიღწეული წარმატებებისთვის მადლობა გადაუხადა მწვრთნელებსა და სპორტსმენებს, მათ სამომავლო გეგმებს გაეცნო და მომავალი თანამშრომლობისთვისაც მზაობა გამოთქვა.