- ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა პირველ მოადგილე გოჩა ჩიქოვანთან, სოფლის ხელმძრვანელებთან და საკრებულოს ფრაქცია ,”ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს“ წარმომადგენლებთან ერთად, პროექტ ,,ერთი დღე სოფლად“ ფარგლებში, მოსახლეობას სოფელ ჭოღაში შეხვდა.
ჩხოროწყუს მუნიციპლიტეტის მერიის ინფორმაციით, მერი დეტალურად გაეცნო სოფელში არსებულ საჭიროებებს და მოსახლეობას მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე ინფორმაცია მიაწოდა.
“ადგილობრივები ჭოღაში მინი მოედნის რეაბილიტაციას ითხოვდნენ. მუნიციპალიტეტის მერიის მიერ აღნიშნულზე მომზადდა საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია და სამუშაოებზე გამოცხადდა ტენდერი. ხელოვნურსაფარიანი მინი მოედნის რეაბილიტაციას მუნიციპალიტეტის მერია 67 000 ლარით ადგილობრივი ბიუჯეტიდან დააფინანსებს.”-აღნიშნულია ინფორმაციაში.
პროექტ ,,ერთი დღე სოფლად“ ფარგლებში მერი მოსახლეობასთან შეხვედრებს ყველა სოფელში, უბნების მიხედვით მართავს.