- “ჩხოროწყუს მოხალისეთა ჰაბის” წევრებს ჩაუტარდათ ტრენინგი მოხალისეობასა და ლიდერულ უნარ-ჩვევებზე. მოწვეული ტრენერი მაგდალინა თოდუა გახლდათ.
ჩხოროწყუს ახალგაზრდული სათათბიროს ინფორმაციით, ჩხოროწყუს ახალგაზრდულმა სათათბირომ, ახალგაზრდული საბჭოების ასოციაციის მიერ, ორგანიზებულ მოხალისეობრივი პროექტების კონკურსში გაიმარჯვა და 10 საუკეთესო პროექტს შორის, “ჩხოროწყუს მოხალისეთა ჰაბი” მოხვდა.
პროექტი “ჩხოროწყუს მოხალისეთა ჰაბი” მიზნად ისახავს მუნიციპალიტეტში მცხოვრები, მოხალისეობით დაინტერესებული ახალგაზრდების ერთ სივრცეში თავმოყრას, სატრენინგო გადამზადებას და მოხალისეობრივი პროექტების განხორციელებას მუნიციპალიტეტის მასშტაბით.
პროექტი ხორციელდება ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოების ასოციაციის მიერ, სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოსა და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით.