- ჩხროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში 2 საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს.
უწყების ცნობით, ბაღები ქალაქ ჩხოროწყუსა და სოფელ ლესიჭნეში შენდება.
“საბავშვო ბაღების მშენებლობა საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდიდან ფინანსდება. პროექტის ფარგლებში ქალაქში 125, ხოლო, სოფელ ლესიჭინეში 50 ბავშვზე გათვლილი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი შენობები აშენდება. გათვალისწინებულია ასევე ეზოში საბავშვო მოედნების მოწყობა. საბავშვო ბაღები ადაპტირებული იქნება შშმ პირთათვის.
მიმდინარე სამუშაოებს დღეს მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა, მერის პირველი მოადგილე გოჩა ჩიქოვანი და საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე კობა ჯიქია ადგილზე გაეცნენ.
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია ეტაპობრივად გაგრძელდება.”-აღნიშნულია ინფორმაციაში.