- ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტს თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი 1 ერთეული ახალი სამგზავრო ავტობუსი გადაეცა.
ავტობუსი 47 მგზავრზეა გათვლილი და ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის.
ქალაქისა და მუნიციპალიტეტის სოფლებში მცხოვრებლებს შესაძლებლობა მიეცემათ ისარგებლონ მუნიციპალური საზოგადოებრივი ტრანსპორტით.
ავტობუსი ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტს მოემსახურება.