- “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მოსახლეობასთან შეხვედრები დასრულდა.
მოსახლეობის მიერ პრიორიტეტების შერჩევის მიზნით საკონსულტაციო შეხვედრები და საერთო კრებები ქვედა ჩხოროწყუში, ახუთში, ლესიჭინეში, კირცხსა და ლეწურწუმეში გაიმართა.
მიმდინარე წელს, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 446 000 ლარი დაიხარჯება.